"ქართველი პაციენტი თუ გენდობა, მაშინ ნამდვილად გენდობა, თუმცა ეს ნდობა უნდა გაამართლო!" OK!-ის სტუმარია ირინა სააკაშვილი

04.04.2024

პერმანენტული მაკიაჟი ტატუაჟის ნაირსახეობაა. მისი საშუალებით შესაძლებელია წარბების, ტუჩისა და ქუთუთოების ფორმების გამოკვეთა/გაუმჯობესება. ასევე, სახის ოვალის კორექტირება, ხალის იმიტირება და ა.შ. ერთი შეხედვით, ეს პროცედურა გამოსავლია იმ ქალებისთვის, რომლებსაც არ სურთ ყოველ დილით მაკიაჟის გაკეთება და სარკის წინ დიდ დროის გატარება. თუმცა, მნიშვნელოვანია, სიფრთხილით შეარჩიოთ ის სპეციალისტი, ვისაც აქვს დიდი გამოცდილება და დარწმუნდეთ, რომ მისი ნამუშევრები თქვენთვის მისაღებია. რუბრიკა #OK! Doctors-ის სტუმარი კი, სწორედ პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტი, პროფესიით ექიმ-ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი და PRESTIG LUXE-ის დამფუძნებელი –  ირინა სააკაშვილია.

ირინა, თქვენ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტი ხართ. რას ურჩევდით იმ ქალბატონებს, ვისაც პერმანენტული მაკიაჟის გაკეთება უნდა?

მადლობა შეფასებისთვის. უპირველესად, მნიშვნელოვანია მყარი გადაწყვეტილება, რადგან ეს არის პერმანენტი და თუ შედეგით არ იქნები კმაყოფილი, მისი მოშორება კიდევ დამატებითი პროცედურებია და მას დრო ესაჭიროება. სიფრთხილით შეარჩიონ ის სპეციალისტი, ვისაც აქვს დიდი გამოცდილება და დარწმუნდნენ, რომ მისი ნამუშევრები მათთვის მისაღებია. ასევე, პერმანენტული მაკიაჟის პროცედურის დროს ძალიან მნიშვნელოვანია პიგმენტი, რომელსაც იყენებ და მისი ხარისხი. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია პიგმენტის სწორად გამოყენება, რაც გამოცდილებასთან ერთად მოდის. მე, პირადად, არასოდეს ვიყენებ გაურკვეველი კომპანიების პიგმენტებს და დამხმარე მასალებს, ეს იქნება ანესთეზია თუ გამაგრილებელი გელი და კიდევ სხვა. მხოლოდ ხარისხიანი, დროში გამოცდილი ბრენდის პროდუქციით ვმუშაობ.

ასაკი მხოლოდ ციფრებია?

ვფიქრობ, ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს, განსაკუთრებით ქალებისთვის, რადგან ისინი ყოველთვის მშვენიერები არიან, თუნდაც 70 ან მეტი წლის ასაკში. თანამედროვე მედიცინის მიღწევები ჩვენს მხარეზეა. მნიშვნელოვანია, ქალებმა დავუთმოთ მეტი დრო საკუთარ თავს, ბევრი გავიღიმოთ და გვიყვარდეს.

 

როდის გრძნობთ თავს ყველაზე მშვიდად?

მიმაჩნია, რომ სიმშვიდე ოჯახთან არის კავშირში. როდესაც ვარ მეუღლესთან და შვილებთან ერთად, მაშინ ვგრძნობ თავს ყველაზე მშვიდად და დაცულადაც. ოჯახი არის ჩემი სიძლიერის და სიმშვიდის გარანტი.

 

რისი გაკეთება გიყვართ თავისუფალ დროს?

თავისუფალი დრო ფაქტობრივად არ მაქვს, და თუ გამომიჩნდა, აუცილებლად,  ოჯახთან ერთად ვატარებ. ამასთანავე, ვცდილობ ჩემს განვითარებაზე ვიზრუნო, როგორც პროფესიონალმა, ვუსმენ ან ვუყურებს ჩემს პროფესიასთან დაკავშირებულ სიახლეებს, ვეცნობი  მუშაობის ახალ მეთოდიკას და ტექნოლოგიებს.

 

რომელია თქვენი საყვარელი კერძი?

როგორც უკრაინელმა შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინული კერძები საკმაოდ გემრიელია და მრავალფეროვანი, მაგრამ რა თქმა უნდა, ქართული კერძები მაინც სულ სხვაა. 12 წელზე მეტია რაც სტაბილურად საქართველოში ვცხოვრობ და შესაბამისად ქართულ კერძებშიც ნაწილობრივ ვერკვევი, რადგან მე თვითონაც მიყვარს კერძების მომზადება. რთულია ერთი გამოვყო, რადგან ყველა კუთხეს აქვს თავისი განსაკუთრებული კერძი, თუმცა ჩემთვის გებჟალია მაინც არის ყველაზე განსაკუთრებული და გემრიელი.

 გადაცემა სრულად 

 

"ქართველი პაციენტი თუ გენდობა, მაშინ ნამდვილად გენდობა, თუმცა ეს ნდობა უნდა გაამართლო!"  OK!-ის სტუმარია ირინა სააკაშვილი