Georgian Association of PMU and Dermopigmentation
06.11.2025მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქალბატონ ირინა სააკაშვილს!
საქართველოს პერმანენტული მაკიაჟისა და დერმოპიგმენტაციის ასოციაციის სახელით,
სიღრმისეული პატივისცემით ვუხდით მადლობას ქალბატონ ირინა სააკაშვილს —
“პროფესიული და რეგიონალური განვითარების მიმართულებით” აქტიური მხარდაჭერისთვის,
ჩვენს ასოციაციასთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლისთვის და საერთო მიზნების გაძლიერებისთვის.
მისი ჩართულობა, პროფესიონალიზმი და ადამიანური სითბო უდიდესი სტიმულია ასოციაციის გუნდისთვის.
ჩვენ ვაფასებთ მის ერთგულებას და ძალისხმევას, რომელიც ემსახურება
პერმანენტული მაკიაჟისა და დერმოპიგმენტაციის სფეროს განვითარებას და გაძლიერებას საქართველოში.
ერთად ვქმნით პროფესიულ მომავალს — ღირსებით, ცოდნით და ერთობით.


