HUONG TRA - ს საავტორო ტექნიკის შემსწავლელი კურსი 20-23 აპრილი
12.01.2026პირველად საქართველოში, თბილისში!
20-21-22-23 აპრილი, 2026 წელი
მსოფლიოში აღიარებული ექსპერტი HUANG TRA ჩაატარებს 4-დღიან პროფესიულ სწავლებას MAGIC BROWS და წარადგენს საკუთარ საავტორო ტექნიკით წარბის ღეროვანი აპარატული დაფერვა/
MAGIC BROWS არის მსოფლიოში წამყვანი ჰიპერრეალისტური ღეროვანი წარბის დაჩრდილვის ტექნიკა, რომელიც გთავაზობთ შტრიხებს მრავალფეროვან არჩევანს 100%-ით ეფექტური შეხორცების შედეგით.
კურსის გრაფიკი
• ონლაინ სწავლება - კურსის დაწყებამდე 1 თვით ადრე.
4-დღიანი ინტენსიური სწავლება ექსპერტ HUANG TRA-სთან ერთად.
სპეციალური შეთავაზება:
• უფასო ონლაინ კურსი.
• უფასო სასწავლო მასალები, მათ შორის ექსკლუზიური MAGIC BROWS პიგმენტი.
• ინდივიდუალური მხარდაჭერა, კორექტირება და რეკომენდაციები მოდელებზე მუშაობის პროცესში - მთელი ტრენინგის განმავლობაში.
• კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა MAGIC BROWS-ის სერტიფიკატი.
4 დღიანი სწავლება მოიცავს:
• თეორიულ ნაწილს: მოწყობილობები, ნემსი/კარტრიჯები, პიგმენტები, კანის ტიპები, ანესთეტიკები, ნემსის კუთხეები, კანთან კონტაქტი და გავრცელებული შეცდომები.
• ლატექსზე მუშაობას, ხელის სწორ პოზიციასა და ტექნიკის დაყენებას.
• ნემსი/კარტრიჯის გამოყენების პრეზენტაციას: 1RL და 3RL.
• ექსპერტ HUANG TRA -ს მიერ ლატექსზე ორი ტიპის ნემსი/კარტრიჯის გამოყენებით დემონსტრირებას.
• HUANG TRA -ს მასტერ კლასს მოდელზე.
• პრაქტიკულ სამუშაოებს ლატექსსა და ცოცხალ მოდელებზე უშუალო ზედამხედველობის ქვეშ.
• კითხვა-პასუხის სესიას და სტუდენტების შეცდომების სრულ კორექტირებას.
გადმოგეცემათ სახელმძღვანელოები:
• 10 წარბის დიზაინი მამაკაცებისა და ქალებისთვის სხვადასხვა ტიპი: აზიური და ევროპული.
• პროფესიონალური ფოტოგრაფიისა და ვიდეოგრაფიის სახელმძღვანელო.
იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია!


