პერმანენტული მაკიაჟი

პერმანენტული მაკიაჟი - (ლათინური სიტყვიდან permanens «მუდმივი»), ასევე ტატუაჟი, კონტურული მაკიაჟი, მიკროპიგმენტაცია, დერმოპიგმენტაცია - ნემსით სპეციალური პიგმენტების შეყვანა დერმო შრეებში იმისათვის, რომ  ხაზი გაუსვას, გამოკვეთოს, შესწორდეს სახის გარკვეული ნაკვთები ან/და მოხდეს მაკიაჟის იმიტირება. პერმანენტული მაკიაჟის საშუალებით შესაძლებელია წარბების, ტუჩისა და ქუთუთოების ფორმების გამოკვეთა/გაუმჯობესება. ასევე შესაძლებელია სახის ოვალის კორექტირება, ხალის იმიტირება და ა.შ. პერმანენტული მაკიაჟის მეთოდიკას იყენებენ პოსტ ოპერაციული ჭრილობების, დამწვრობებისა და რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაციების შემდგომ.

პირველი პროცედურის შემდგომ (ერთი/ორი თვე) ხდება პროცედურის გამეორება (კორექცია).

სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით 1900 -იან წლებში პერმანენტული მაკიაჟის ტექნიკის გამოყენება დაიწყეს ბრიტანეთში ტატუს სპეციალისტებმა - საზერლანდ მაკდონალდსმა და ჯორჯ ბარჩეტმა. 1920 წლიდან პერმანენტულმა მაკიაჟმა პოპილარობა მოიპოვა აშშ -ში.

პერმანენტული მაკიაჟი